უიმბლდონი წესს ცვლის

AutoSharing Option
ბრიტანეთის ჩოგბურთის ასოციაციამ გადაწყვიტა, შეცვალოს უიმბლდონზე მოთამაშეებისთვის "უაილდ-ქარდის" მინიჭების მთავარი კრიტერიუმები. ამის შესახებ წერს BBC.

ამიერიდან, უპირატესობა მიენიჭებათ მოთამაშეებს, რომლებსაც, ასოციაციის აზრით, ტურნირზე წარმატებით გამოსვლის ყველაზე კარგი შანსი ექნებათ. ადრე საორგანიზაციო კომიტეტი სპეციალური მიწვევის დარიგებისას მსოფლიო რეიტინგის მონაცემებით ხელმძღვანელობდა. კერძოდ, ასოციაცია "უაილდ-ქარდს" აძლევდა მოთამაშეებს, რომლებიც კლასიფიკაციის 250 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის შედიან.

წესებში ცვლილება იმ სიტუაციით არის გამოწვეული, რომელიც გასულ წელს იყო, როცა "უაილდ-ქარდის" რვა მფლობელიდან მეორე წრეში მხოლოდ ნაომი ბროუდიმ გააღწია.

"ახალი მიდგომა მნიშვნელოვნად გაზრდის ტურნირისადმი ინტერესს, რადგან გათვალისწინებული იქნება
არა მხოლოდ რეიტინგი, არამედ სხვა მაჩვენებლები - პროფესიონალიზმი, სათამაშო პროგრესი და ბოლო შედეგები", - წერია ასოციაციის განცხადებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"