მარტინა ჰინგისი ერთეულებშიც ბრუნდება?

AutoSharing Option
ლეგენდარულმა შვეიცარიელმა მარტინა ჰინგისმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ გამორიცხავს WTA-ს პროფესიულ ტურში ერთეულთა თანრიგში დაბრუნებას.

"განვიხილავ ამ შესაძლებლობას და რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე თამაშის იმედი მაქვს. ძალიან მინდა ამ ოცნების ასრულება. მართალია, ერთეულებში დიდი ხანია აღარ გამოვდივარ, მაგრამ ვაგრძელებ საგამოფენო მატჩებში მონაწილეობას და რჩევა-დარიგებებს ვაძლევ ზოგიერთ მოთამაშეს. ვნახე ახალი ჩოგნები და გავიფიქრე - რატომაც არა!

ჩოგბურთში მუშაობის მეორე ვარიანტია - ისევ გავხდე მწვრთნელი", - განაცხადა შვეიცარიელმა.

შეგახსენებთ, რომ მარტინა ჰინგისმა წელს ავსტრალიის ღია პირველობის მიქსტი მოიგო ინდოელ ლეანდერ პაესთან ერთად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული