ჯიმი კონორსის ბოლო მატჩი

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ნომერმა, 62 წლის ამერიკელმა ჯომი კონორსმა გუშინ თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა მაყურებლების წინაშე.

კონორსი საჩვენებელ შეხვედრაში დაუპირისპირდა თანამემამულე აარონ კრიკშტეინს, რომელიც 1991 წელს აშშ-ის ღია პირველობის ლეგენდარულ მატჩში დაამარცხა. მაშინ, თამაშის დღეს კონორსს 39 წელი შეუსრულდა და ვეტერანმა მეხუთე სეტში 2:5-დან შეძლო პარტიისა და მატჩის მოგება. ამბობენ, რომ იმ მატჩის შემდეგ კონორსი და კრიკშტეინი 23 წლის განმავლობაში არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს.

გუშინდელი საგამოფენო შეხვედრა კონორსმა 5:8 წააგო და გამოაცხადა, რომ აღარ ითამაშებს ჩოგბურთს მაყურებლების წინაშე, რადგან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული
პრობლემები აქვს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში "დიდი სლემის" ტურნირების რვაგზის ჩემპიონს სამი ოპერაცია ჩაუტარდა ბარძაყზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული