სერენა უილიამსი ისევ ავადაა

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა სერენა უილიამსმა განაცხადი გამოიტანა დუბაის ტურნირიდან. როგორც Yahoo Sports წერს, ამის მიზეზი ვირუსული ავადმყოფობაა. ჩოგბურთელი ჯერ კიდევ იანვარში, ავსტრალიის ღია პირველობის მსვლელობისას ავადმყოფობდა და მატჩების დროსაც ძლიერი ხველება ჰქონდა.

დუბაიში ტურნირი 16-22 თებერვალს გაიმართება. მისი საერთო საპრიზო ფონდი 2.5 მილიონ დოლარს უტოლდება, გამარჯვებული კი 456 ათას დოლარს მიიღებს.

იმავე Yahoo Sports-ის ინფორმაციით, უილიამსი აპირებს სერიოზულად შეკვეცოს ტურნირების რაოდენობა 2015 წელს. 33 წლის ამერიკელს ჩაფიქრებული აქვს მაქსიმალურად კარგ ფორმაში შეხვდეს "დიდი სლემის" დარჩენილ სამ ტურნირს. თუ წელს სერენა
მოიგებს როლან გაროსს, უიმბლდონსა და აშშ-ის ღია პირველობას, ის "დიდი სლემის" ტურნირებზე ტიტულების რაოდენობით გაუთანაბრდება აბსოლუტურ რეკორდსმენს, გერმანელ შტეფი გრაფს, რომელსაც კარიერაში 22 "მეიჯორი" აქვს მოგებული.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ამერიკელი ჩოგბურთელი მეექვსედ გახდა ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული, როცა ფინალში რუსი მარია შარაპოვა დაამარცხა. ამ მომენტისთვის უმცროსი უილიამსის ანგარიშზე "დიდი სლემის 23 ფინალში 19 მოგება მოდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული