ამელი მორესმო დიდების დარბაზში აირჩიეს

AutoSharing Option
"დიდი სლემის" ტურნირების ორგზის ჩემპიონს, ფრანგ ამელი მორესმოს ჩოგბურთის საერთაშორისო დიდების დარბაზში შეიყვანენ, - იტყობინება სააგენტო AP. 

წყაროს ცნობით, ოფიციალური ცერემონია ამერიკის ქალაქ ნიუპორტში 18 ივლისს გაიმართება.

34 წლის მორესმომ WTA-ს ტურში გამოსვლა 2009 წლის დეკემბერში დაასრულა, რის შემდეგაც იყო საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი ფედერაციის თასზე, პარიზის საჩოგბურთო ტურნირის დირექტორი, ტელეკომენტატორი... ამჟამად ამელი ბრიტანელ ჩოგბურთელ ენდი მარეის ავარჯიშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"