სიმონა ჰალეპს არ ეჩოგბურთება

AutoSharing Option
ტრაგედია მოხდა ქალთა შორის მსოფლიოს მესამე ჩოგანის, რუმინელი სიმონა ჰალეპის ოჯახში.

რუმინეთის პროვინცია კონსტანტაში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს ჩოგბურთელის ბიძაშვილი.

პოლიციის ინფორმაციის თანახმად, 29 წლის ნისია არგირმა საკუთარ კაბინეტში თავი ჩამოიხრჩო. გარდაცვლილის სხეულზე ძალადობის კვალი არ არის, თუმცა პოლიცია მომხდარის დაწვრილებით გამოძიებას აპირებს.

ტრაგედია ინდიან უელსის ტურნირის წინ მოხდა, რომელშიც სიმონა ჰალეპი მეორე წრიდან ჩაებმება. ჯერჯერობით უცნობია, გამოიტანს თუ არა განაცხადს ამ ტურნირიდან მსოფლიოს მესამე ნომერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული