სოფიო შაფათავამ იტალიურ ტურნირზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო

AutoSharing Option
იტალიურ სოლარინოში 10 მარტს დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა 10.000-იანი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც პირველ ნომრადაა განთესილი სოფიო შაფათავა. ასპარეზობის სტარტზე მან მასპინძელი მარტა ბელუკო იოლად დაამარცხა - 6:4, 6:0.

მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელი ისევ იტალიელს დაუპირისპირდება, ამჯერად - სტეფანია რაბინის, რომელმაც 10 მარტს თანამემამულე ანჯელიკა მორატელის აჯობა - 6:0, 6:1.

შარმ ელ შეიხის (ეგვიპტე) ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ჩაება გიორგი ცივაძე, მაგრამ ძირითადი ბადის პირველსავე წრეში რუს ალექსანდრ იგოშინთან დამარცხდა - 0:6, 3:6.

ქართველმა ჩოგბურთელმა ვერც წყვილებში იყოჩაღა: უკრაინელ დმიტრო
ბადანოვთან
ერთად ასპარეზობის მეორე ნომერ ინიგო სერვანტეს ჰუეგუნისა (ესპანეთი) და მარკ ვერვოორტის (ჰოლანდია) დუეტთან დათმო პაექრობა - 2:6, 4:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული