ბორის ბეკერს სტილისტმა უჩივლა

AutoSharing Option
ცნობილმა სტილისტმა ომეგა ბულოკმა სასამართლოში უჩივლა ლეგენდარულ გერმანელ ჩოგბურთელ ბორის ბეკერსა და მის მეუღლე ლილი კერსენბერგს.

სტილისტი ითხოვს, გადაუხადონ მას 3 ათასი ფუნტი იმ ვარცხნილობისთვის, რომელიც ყოფილი ჩოგბურთელის მეუღლეს 2014 წლის უიმბლდონის წინ გაუკეთა.

ბულოკი, ძველი ნაცნობობის ხათრით, ფასდაკლებით მოემსახურა წყვილს, მაგრამ ბეკერებმა საერთოდ არ გადაუხადეს.

ბეკერს პირველად არ აქვს საქმე სასამართლოში. 2002 წელს ის დამნაშავედ სცნეს გადასახადების დამალვაში. 2012 წელს კი სასამართლომ დაადგინა, რომ ბორისს 800 ათასი ფუნტი უნდა გადაეხადა თავისი გაკოტრებული ბიზნესპარტნიორისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული