სოფიო შაფათავა იტალიური ტურნირის წყვილთა თანრიგში დამარცხდა

AutoSharing Option
თბილისელი სოფიო შაფათავა, როგორც უკვე ვწერდით, იტალიურ სოლარინოში ჩოგბურთელ ქალთა 10.000-იან ტურნირში ჩაება. ერთეულთა თანრიგის პირველი შეხვედრა მან მასპინძელ მარტა ბელუკოს მოუგო (6:4, 6:0) და მერვედფინალში დღეს სტეფანია რაბინის (იტალია) დაუპირისპირდება.

შაფათავამ წყვილებშიც მოსინჯა ძალები ფინელ მია ნიკოლ ეკლუნდთან ერთად. სტარტზე მათ მასპინძლები - ვალენტინა სოტილე და მარიალუიზა ზირალი არ გამოუცხადდნენ, მეოთხედფინალში კი სამსეტიანი პაექრობის შემდეგ მეორე ნომრად განთესილ ფრანგებთან - ირინა რამიალისონსა და კოსტანცა სიბილესთან დამარცხდნენ - 3:6, 6:2, 7:10.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული