ქართველი ჩოგბურთელები: ბასილაშვილი ისრაელის ტურნირში წარმატებით თამაშობს

AutoSharing Option
თბილისელი მარიამ ბოლქვაძე შარმ ელ შეიხის (ეგვიპტე) ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) მეშვიდე ნომრადაა განთესილი.

სტარტზე რუსი ანგელინა ფიოდოროვას ძლევის შემდეგ გუშინ ბელგიელ ინდია მაჯენს დაუპირისპირდა და იოლად დაამარცხა - 6:1, 6:1.

მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელი ასპარეზობის რეიტინგფავორიტ მარგარიტა ლაზარევას (რუსეთი) გაუწევს მეტოქეობას. ამ უკანასკნელმა დიდიბრიტანელი დანიელა კონოტოპცევა ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:1. დანარჩენ მეოთხედფინალურ პაექრობებში ერთმანეთს შეხვდებიან: ეკატერინა იაშინა (რუსეთი)-არაბელა ფერნანედს რაბენერი (ესპანეთი), იულია ბრიზგალოვა (რუსეთი)-ლინა ჯორჩესკა (მაკედონია), იულია ტერზისკა (ბულგარეთი)-ადრიანა ლეკაჯი (ხორვატია).

გუშინვე ბოლქვაძემ ნაბიჯით წინ
წაიწია წყვილებშიც და ნახევარფინალში ითამაშებს. ჩვენებურმა რუს იულია ბრიზგალოვასთან ერთად მეოთხედფინალში მესამე ნომრად განთესილ არაბელა ფერნანდეს რაბენერისა (ესპანეთი) და ადრიანა ლეკაჯის (ხორვატია) დუეტს აჯობა - 4:67 6:4, 10:4. ნახევარფინალში ქართულ-რუსული ტანდემი მეორე ნომრად განთესილ ლინა ჯორჩესკას (მაკედონია) და იულია ტერზისკას (ბულგარეთი) წყვილთან გაარკვევს ურთიერთობას. მეორე ნახევარფინალში მარგარიტა ლაზარევა, ეკატერინა იაშინა (ორივე-რუსეთი) და ვიქტორია კლიკი, კაროლინა სილვანოვიჩი (ორივე-პოლონეთი) ითამაშებენ.

* * *
იტალიაში 10.000-იან ტურნირში ცდიდნენ ძალებს პირველ-მეორე ნომრებად განთესილი ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია. სამწუხაროდ, 2 აპრილს ორივე ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალში დამარცხდა: გორგოძემ უნგრელ ლილა ბარშოსთან წააგო - 1:6, 6:3, 2:6, ხოლო ქვაცაბაია მარია-ალექსანდრა ლედუჩს (კანადა) დანებდა - 3:6, 1:6;

* * *
წარმატებით თამაშობს მსოფლიო კლასიფიკაციაში 180-ე ადგილზე მყოფი თბილისელი ნიკოლოზ ბასილაშვილი. იგი ისრაელის ქალაქ რაანანაში 125.000-დოლარიან ტურნირში მონაწილეობს. სტარტზე მან 157-ე ადგილზე მყოფ ავსტრიელს - ჯონ მილომანს აჯობა (6:3, 6:1). გუშინ კი რეიტინგით 88-ე სლოვენიელს, ასპარეზობაზე პირველ ნომრად განთესილ ბლაზ კავჩიჩს სძლია - 6:3, 6:2 და სარეიტინგო 20 ქულაც დაიმსახურა. მეოთხედფინალში ბასილაშვილი კლასიფიკაციით 175-ე ნომერ ევგენი დონსკოის (რუსეთი) შეხვდება. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა პოლონელი მიხალ პრჟისიეჟნი დაჯაბნა სამ სეტში - 6:2, 6:7, 6:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მარიამ ბოლქვაძე მგონი ბათუმელია.
jumber
13:41 03-04-2015
0

სიახლეები პოპულარული