ნიკოლოზ ბასილაშვილმა 125.000-დოლარიანი ტურნირი მოიგო

AutoSharing Option
თბილისელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ისრაელის ქალაქ რაანანაში, ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 125.000 დოლარი) მონაწილეობდა.

ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც რეიტინგში 180-ე ადგილზეა, პირველ წრეში კლასიფიკაციით 157-ე ადგილზე მყოფი ჯონ მილმანი (ავსტრია) დაამარცხა - 6:3, 6:1, შემდეგ ასპარეზობის რეიტინგფავორიტი ბლაზ კავჩიჩი (სლოვენია, 88-ე) - 6:3, 6:2 და 175-ე ნომერი ევგენი დონსკოი (რუსეთი) ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 2:6, 6:4, ნახევარფინალში რადუ ალბოტს (მოლდოვა, 145-ე) აჯობა 7:6, 6:4 და გადამწყვეტ პაექრობაში მეორე ნომრად განთესილ ლუკაშ ლაცკოს (სლოვაკეთი, 99-ე) დაუპირისპირდა.

პირველი სეტი ქართველმა ჩოგბურთელმა 4:6
დათმო, მეორეში 6:4, მესამეში - 6:3 სძლია მეტოქეს, პირველი ადგილი დაიკავა და მთავარ პრიზთან (18.000 დოლარი) ერთად, 110 ქულაც დაიმსახურა, რაც რეიტინგში მას საკმაოდ წასწევს წინ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან დიდი წარატებაა!!!! ქართულ ჩოგბურთში დიდი ხანია მსგავსი არ მომხდრა!!!! ყოჩაღ ჩვენებურო!!!!!
დათო
20:12 06-04-2015
0
თუ თავში არ აუვარდა, დიდი მომავალი აქვს! იყავი თავმდაბალი, გააძლიერე ვარჯიშები და ღვთის შეწევნით, დიდ სიმაღლეებს დაიპყრობ! წარმატების ფორმულაა: ილოცე, იკითხე და ივარჯიშე!!!
ენვერი
15:55 06-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული