პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) განახლებულ რეიტინგში ბასილაშვილი 43 საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად 390 ქულით 137-ეა, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.
დანარჩენ ქართველ ვაჟთა შედეგები ასეთია: 583 (571). ალექსანდრე მეტრეველი (52), 866 (870). გიორგი ცივაძე (18), 1284 (1293). გიორგი ჯავახიშვილი (5), 1444 (1450). ალექსანდრე ბაკში (3), 1731 (1730). ირაკლი მეტრეველი (1).
ამ კვირას ბასილაშვილი იტალიური ნაპოლის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 106.500 ევრო) იასპარეზებს.
ქალთა რეიტინგში ჩვენებურთაგან საუკეთესოა სოფიო შაფათავა; 43-ადგილიანი წინსვლა აქვს მარიამ ბოლქვაძეს, რომელმაც შარმ ელ შეიხის 10.000-იანი ტურნირი მოიგო.
227 (219). სოფიო შაფათავა (204), 327 (327). ეკატერინე გორგოძე 399 (401). სოფიო ქვაცაბაია (80), 572 (520). ოქსანა კალაშნიკოვა (36), 659 (702). მარიამ ბოლქვაძე (27), 855 (858). მარგალიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი (14), 1107 (1117). თამარ კუტუბიძე (5), 1204 (1211). თამარ ჭალაგანიძე (3).
სოფიო შაფათავა ამჯამად კოლუმბიის ქალაქ მედელინშია და იქაურ 50.000-იანი ტურნირის ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთ გამარჯვებულს ელოდება. წყვილებში რუს მარინა მელნიკოვასთან ერთად ვერონიკა სეპედა როიგსა და მონსერა გონსალესს (ორივე - პარაგვაი) გაუწევს მეტოქეობას.
შვეიცარიის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) საკვალიფიკაციო რაუნდში აიღო სტარტი სოფიო ქვაცაბაიამ.
პირველ წრეში იტალიელ ფედერიკა გარდელას მოუგო - 4:6, 6:3, 6:2, მაგრამ მომდევნო ორთაბრძოლა ჯესიკა მალეჩკოვასთან (ჩეხეთი) დათმო - 3:6, 0:6 და ძირითად ბადეში ვერ მოხვდა, სადაც ითამაშებს ეკატერინე გორგოძე და პირველ შეხვედრაში გერმანელ ანა შაუფერთან გაარკვევს ურთიერთობას.
წყვილებში ქართველთა დუეტი გზიდან პოლინა ლეიკინას (რუსეთი) და სარა ოტომანოს (შვეიცარია) ჩამოშორებას შეეცდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"