ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიურ ტურნირში წარმატებული სტარტი აიღო

AutoSharing Option
ისრაელის 125.000-იანი ტურნირის მოგების შემდეგ თბილისელმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიურ ნეაპოლში გადაინაცვლა და იქაურ შეჯიბრებაში (საპრიზო ფონდი 106.500 ევრო) ჩაება.

ბასილაშვილმა პირველი ბარიერი წარმატებით გადალახა. ერთეულებში დაძაბული პაექრობის შემდეგ ალექსის მუსიალეკს (საფრანგეთი) აჯობა - 7:6, 7:6 და მერვედფინალში ალბერტ მონტანეზის (ესპანეთი) მძლეველ რობერტო კარბალეს ბაუნას (ესპანეთი) გაუწევს მეტოქეობას.

წყვილებში ბასილაშვილი ბელორუს ალექსანდრ ბარისთან არის შეამხანაგებული და სტარტზე მე-2 ნომრად განთესილ მაო-ქსინ გონისა (ჩინეთი) და ჰსიენ-იინ პენგის (ტაივანი) ტანდემს მოუგო - 6:2, 6:4.

ქართულ-ბელორუსული დუეტი მეოთხედფინალში ბელორუს სერგეი ბეტოვისა და მიხაილ
ელგინის (რუსეთი) წყვილთან გაარკვევს ურთიერთობას.

კოლუმბიურ მედელინში (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) წარუმატებლად ითამაშა სოფიო შაფათავამ: ერთეულთა სტარტზე მან ამერიკელ კატერინა სტიუარტთან წააგო - 1:6, 0:6, წყვილებში კი მარინა მელნიკოვასთან (რუსეთი) ერთად პარაგვაელებთან - ვერონიკა სეპედე როიგსა და მონტსერა გონსალესთან დამარცხდა - 6:7, 6:1, 7:10.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული