ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიური ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

AutoSharing Option
იტალიურ ნეაპოლში გრძელდება ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 106.500 ევრო), რომელშიც წარმატებით გამოდის თბილისელი ნიკოლოზ ბასილაშვილი.

ერთეულთა მერვედფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა რობერტო კარბალეს ბაუნას (ესპანეთი) მოუგო - 6:3, 2:6, 7:6 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც სლოვაკი რობერტ გომბოსის მძლეველ (7:5, 6:3) ტომას ფაბიანოს (იტალია) დაუპირისპირდება.

ბასილაშვილმა წყვილებშიც წარმატებით გადალახა მეორე ბარიერი ბელორუს ალექსანდრ ბარისთან ერთად - გუშინ მან სერგეი ბეტოვისა (ბელორუსი) და მიხაილ ელგინის (რუსეთი) დუეტი დაამარცხა - 7:6, 3:6, 11:9. ჩვენებური ნახევარფინალში ჰსინ-ჰან ლიისა (ტაივანი) და ალესანდრო მოტის (იტალია) ტანდემს
შეხვდება.

* * *
შვეიცარიულ 25.000-იან ტურნირს დაემშვიდობნენ ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია. ერთეულთა თანრიგში განცდილი მარცხის შემდეგ ისინი წყვილთა პაექრობასაც გამოეთიშნენ - მეოთხედფინალში მე-4 ნომრად განთესილ დიანა ბუზეანსა (რუმინეთი) და რეკა-ლუკა იანის (უნგრეთი) დანებდნენ - 2:6, 3:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მიხარია ამ ბიჭის წარმატება. წარმატებები ნიკოლოზს!!!
iako
14:34 10-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული