ერთეულთა მერვედფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა რობერტო კარბალეს ბაუნას (ესპანეთი) მოუგო - 6:3, 2:6, 7:6 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც სლოვაკი რობერტ გომბოსის მძლეველ (7:5, 6:3) ტომას ფაბიანოს (იტალია) დაუპირისპირდება.
ბასილაშვილმა წყვილებშიც წარმატებით გადალახა მეორე ბარიერი ბელორუს ალექსანდრ ბარისთან ერთად - გუშინ მან სერგეი ბეტოვისა (ბელორუსი) და მიხაილ ელგინის (რუსეთი) დუეტი დაამარცხა - 7:6, 3:6, 11:9. ჩვენებური ნახევარფინალში ჰსინ-ჰან ლიისა (ტაივანი) და ალესანდრო მოტის (იტალია) ტანდემს
* * *
შვეიცარიულ 25.000-იან ტურნირს დაემშვიდობნენ ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია. ერთეულთა თანრიგში განცდილი მარცხის შემდეგ ისინი წყვილთა პაექრობასაც გამოეთიშნენ - მეოთხედფინალში მე-4 ნომრად განთესილ დიანა ბუზეანსა (რუმინეთი) და რეკა-ლუკა იანის (უნგრეთი) დანებდნენ - 2:6, 3:6.ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"