ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ის რეიტინგში კიდევ სამი საფეხურით წაიწია

AutoSharing Option
თბილისელმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისრაელის შემდეგ, გასულ კვირას წარმატებით ითამაშა იტალიის ქალაქ ნეაპოლში (საპრიზო ფონდი 106.500 ევრო).

ერთეულთა თანრიგის პირველ წრეში მან ალექსის მუსიალეკი (საფრანგეთი) დაამარცხა - 7:6, 7:6, შემდეგ რობერტო კარბალეს ბაენას (იტალია) სძლია - 6:3, 2:6, 7:6, მეოთხედფინალში თავად წააგო ტომას ფაბიანოსთან (იტალია) - 1:6, 7:5, 2:6 და 25 სარეიტინგო ქულას დასჯერდა.

წყვილებში ბასილაშვილი ბელორუს ალექსანდრ ბარისთან იყო შეამხანაგებული. ამ დუეტმა სტარტზე მეორე ნომრად განთესილ მაო-სინ გონისა (ჩინეთი) და ჰსიენ-იინ პენგის (ტაივანი) ტანდემს აჯობა - 6:2, 6:4, მეოთხედფინალში
სერგეი ბეტოვი (ბელორუსი) და მიხაილ ელგინი (რუსეთი) ჩამოიშორა გზიდან - 7:6, 3:6, 11:9; ნახევარფინალში ბასილაშვილმა და ბარიმ ჰსიან-ჰან ლიისა (ტაივანი) და ალესანდრო მოტის (იტალია) აჯობეს - 6:4, 7:5, გადამწყვეტი პაექრობა კი ილია ბოჟოლიაკსა და ფილიპ კრაისნოვიჩთან (ორივე-სერბეთი) დათმეს - 1:6, 2:6. მეორე ადგილმა მათ 75-75 სარეიტინგო ქულა მოუტანა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 415 ქულით 134-ე საფეხურზე დაწინაურდა, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია. წყვილთა კლასიფიკაციაში 441 ადგილით წაიწია წინ და ახლა 105 ქულით 526-ეა.

ნეაპოლის შემდეგ ბასილაშვილი თურქეთის ქალაქ მერსინის თასის (საპრიზო ფონდი 42.500 ევრო) გათამაშებაში ჩაება, მაგრამ სტარტზევე ფრანგ კონსტანტ ლესტიენთან დამარცხდა - 3:6, 3:6.

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში ქალთა 250.000-იან ტურნირში მონაწილეობდა სოფიო შაფათავა. კვალიფიკაციის პირველ წრეში მან მასპინძელ იულიანა მონროის აჯობა, მაგრამ მეორეში ავსტრალიელ ანასტასია როდიონოვასთან წააგო - 6:3, 3:6, 4:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

სოფიო ქვაცაბაია იტალიაში ჩოგბურთელ ქალთა 10.000-იანი ტურნირის ძირითად ბადეში მე-4 ნომრადაა განთესილი. პირველ წრეში მან კვალიფიკაციიდან აღზევებულ მარიბელ ნიოზს (დიდი ბრიტანეთი) სძლია - 7:6, 6:3. მეორე წრეში ჟოზეფინა ბუალემს (საფრანგეთი) შეხვდება. ამ უკანასკნელმა სარა ოტომანო (შვეიცარია) ჩამოიშორა გზიდან - 6:1, 6:1.

წყვილებში ქვაცაბაიამ ჰოლანდიელ ქვირინ ლემონთან ერთად იოვანა კნეზევიჩი (კვიპროსი) და იუენ ლი (ჩინეთი) დაჯაბნა - 6:2, 6:2 და მეოთხედფინალში რეიტინგფავორიტ რუმინელებს - ირინა მარია ბარას და ოანა გეორგეტა სიმიონს დაუპირისპირდება.

ეკატერინე გორგოძე ანტალიის 10.000-იან ტურნირში მოსინჯავს ძალებს. სტარტზე მისი მეტოქე მასპინძელი იასმინ გულმანი იქნება.

წინა კვირის შედეგების გათვალისწინებით, ქართველ ჩოგბურთელ ქალთა მაჩვენებლები ასეთია:
ერთეულები. 259 (227). სოფიო შაფათავა (175), 326 (327). ეკატერინე გორგოძე (110), 393 (399). სოფიო ქვაცაბაია (80), 548 (659). მარიამ ბოლქვაძე (39), 5609 (572). ოქსანა კალაშნიკოვა (37), 873 (855). მარგალიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი (13), 1107 (1107). თამარ კუტუბიძე (5)7 1201 (1204). თამარ ჭალაგანიძე (3).

წყვილები. 86 (88). კალაშნიკოვა (890), 239 (236). გორგოძე (239), 240 (237). შაფათავა (238), 389 (389). ქვაცაბაია (118), 801 (856). ბოლქვაძე (25), 1194 (1202). ჭალაგანიძე (6).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული