პირველ წრეში მირაბელ ნიოზის (დიდი ბრიტანეთი) ძლევის შემდეგ, 16 აპრილს ფრანგი ჟოზეფინ ბუალე დაამარცხა - 6:0, 4:6, 6:2 და მეოთხედფინალში იტალიელ ნასტასია ბარნეტს დაუპირისპირდება.
ამ უკანასკნელმა მეხუთე ნომერი ირინა მარია ბარა (რუმინეთი) ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:3.
წყვილებში ქვაცაბაია ქვირინ ლემონთან (ჰოლანდია) ერთად გამოდიოდა. ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, გუშინ, ნახევარფინალში ქართულ-ჰოლანდიურმა დუეტმა იტალიელებთან - გიორგია მარჩეტისა და ანა-ჯულია რემონდინასთან წააგო - 3:6,
* * *
ანტალიის 10.000-იან ტურნირში ცდიდა ძალებს ეკატერინე გორგოძე. მესამე ნომრად განთესილი ჩვენებური მერვედფინალში კვალიფიკაციიდან აღზევებულ ანა გაბრიკთან (გერმანია) დამარცხდა - 4:6, 3:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"