სოფიო ქვაცაბაია იტალიის საერთაშორისო ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
თბილისელი სოფიო ქვაცაბაია წარმატებით ასპარეზობს იტალიის ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი), სადაც მეოთხე ნომრადაა განთესილი.

პირველ წრეში მირაბელ ნიოზის (დიდი ბრიტანეთი) ძლევის შემდეგ,  16 აპრილს ფრანგი ჟოზეფინ ბუალე დაამარცხა - 6:0, 4:6, 6:2 და მეოთხედფინალში იტალიელ ნასტასია ბარნეტს დაუპირისპირდება.

ამ უკანასკნელმა მეხუთე ნომერი ირინა მარია ბარა (რუმინეთი) ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:3.

წყვილებში ქვაცაბაია ქვირინ ლემონთან (ჰოლანდია) ერთად გამოდიოდა. ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, გუშინ, ნახევარფინალში ქართულ-ჰოლანდიურმა დუეტმა იტალიელებთან - გიორგია მარჩეტისა და ანა-ჯულია რემონდინასთან წააგო - 3:6,
6:2, 7:10.

* * *
ანტალიის 10.000-იან ტურნირში ცდიდა ძალებს ეკატერინე გორგოძე. მესამე ნომრად განთესილი ჩვენებური მერვედფინალში კვალიფიკაციიდან აღზევებულ ანა გაბრიკთან (გერმანია) დამარცხდა - 4:6, 3:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული