როგორც ვწერდით, ერთეულთა თანრიგის მეოთხედფინალში ეკატერინე გორგოძე მეშვიდე ნომრად განთესილ თურქ იპეკ სოილუსთან დამარცხდა - 3:6, 2:6.
სამაგიეროდ, მან რევანში წყვილთა დუელში აიღო: სოფიო შაფათავასთან შეამხანაგებულმა ნახევარფინალში მეორე ნომრად განთესილ დიანა ბუზეანის (რუმინეთი) და რეკა-ლუკა იანის (უნგრეთი) აჯობა - 6:1, 6:3, გადამწყვეტ პაექრობაში კი სოფიო ქვაცაბაიას და იზაბელა შინიკოვას (ბულგარეთი) მძლეველ (6:3, 6:2) იპეკ სოილუს და ალის მატეუცის (იტალია) მოუგო 6:0, 7:6 და ერთეულებში მარცხისთვის რევანშიც აიღო. გორგოძემ და შაფათავამ
შაფათავა იტალიაშივე რჩება და 26 მაისიდან ახალ, 25-იან ტურნირში ჩაებმება. სლოვენიურ მარიბორიში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) იასპარეზებს სოფიო ქვაცაბაია - ძირითად ბადეში მოსახვედრად იგი ანა პრიბილოვას (რუსეთი) და ნინა შტადლერს (შვეიცარია) შორის უძლიერესს გაუწევს მეტოქეობას.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"