ეკატერინე გორგოძე მარიბორის ტურნირის გამარჯვებული წყვილებში გახდა

AutoSharing Option
სლოვენიურ მარიბორში დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა 25.000-იანი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ეკატერინე გორგოძემ, მასპინძელ ნასტია კოლარისთან ერთად, წყვილებში პირველი ადგილი დაიკავა.

ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა ქართულ-სლოვენიურმა დუეტმა მეოთხედფინალში ანა კლასენი (გერმანია) და ზუზანა ლუკნაროვა (სლოვაკეთი) დაამარცხა - 7:6, 6:1, ნახევარფინალში ლენკა კუნჩიკოვასა და კაროლინა სტუჩლას (ორივე - ჩეხეთი) აჯობა - 6:1, 4:6, 6:1, გადამწყვეტ ორთაბრძოლაში კი კიდევ ერთი ჩეხური ტანდემი დაჯაბნა - პეტრა კრეიშოვა და კატერინა ვანკოვა ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 6:4 და მთავარი პრიზი მოიპოვა.

ერთეულებში კი გორგოძემ მეოთხედფინალური შეხვედრა დოროთეა ერიჩთან (სერბეთი)
წააგო - 3:6, 2:6.

იტალიურ პრადოში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) გამოდიოდა თბილისელი სოფიო შაფათავა, რომელიც მეოთხედფინალში კრისტინს შმიედლოვას (სლოვაკეთი) დანებდა.

შაფათავა იტალიაშივე, ოღონდ ბრეშაში, 50.000-იანი ტურნირის კვალიფიკაციაში ჩაება. სტარტზე ნიკოლ ფოსა ჰუერგო (იტალია) ჩამოიშორა გზიდან - 6:1, 6:1, 31 მაისს კი დებორა ჩიესას (იტალია) აჯობა - 6:3, 6:1.

ამავე ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე გორგოძე ფრანგ მირთი ჟორჟესთან 0:3-ს რომ აგებდა, ტრავმა მიიღო და კორტს ვერ დაუბრუნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული