ტურნირები და ჩვენები: კალაშნიკოვა მარსელის ტურნირის ძირითად ბადეშია

AutoSharing Option
ფოტოზე: ეკატერინე გორგოძე და ნასტია კოლარი
თბილისელი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა წარმატებით გამოდის მარსელის ქალთა 100.000-იან ტურნირში. საკვალიფიკაციო ეტაპზე მან სამ მეტოქეს სძლია, 2 ივნისს კი ვივიენ ჰეისენი (გერმანია) დაამარცხა - 6:3, 6:2 და ძირითად ბადეში მოხვდა.

კალაშნიკოვა წყვილებში ევგენია როდინასთან ერთად მეოთხე ნომრადაა განთესილი და სტარტზე ვერონიკა სეპედე როიჯისა (პარაგვაი) და ასია მუჰამადის (აშშ) დუეტს შეხვდება.

* * *
სოფიო შაფათავამ, ეკატერინე გორგოძემ და სოფიო ქვაცაბაიამ იტალიურ ბრეშაში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) ერთეულთა თანრიგის საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ
გადალახეს.

წყვილებში გორგოძე ნასტია კოლართან (სლოვენია) ერთად ტურნირის მეოთხე ნომერია. ამ დუეტმა გასულ კვირას სლოვენიის 25.000-იანი შეჯიბრება მოიგო. 2 ივნისს გორგოძემ და კოლარმა სტარტზე მარტინა კარეგაროს და კრისტიანა ფერენდოს (ორივე - იტალია) აჯობეს - 6:3, 6:2. მეოთხედფინალში ტერეზა მრდეზას (ხორვატია) და კატარჟინა პიტერს (პოლონეთი) გაუწევენ მეტოქეობას. პოლონურ-ხორვატიულმა ტანდემმა სტარტზე სუსანა გელიკი (შვედეთი) და ალიონა ფომინა (უკრაინა) ჩამოიშორა გზიდან - 6:1, 6:0.

შაფათავა და ქვაცაბაია ირინა შიმანოვიჩსა (ბელორუსი) და ნატალია ვიხლიანცევასთან (რუსეთი) გაარკვევენ ურთიერთობას.

* * *
თურქულ ადანაში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) თამარ ჭალაგანიძემ პირველ წრეში დიანა მარია მიჰაილს (რუმინეთი) მოუგო - 6:2, 6:0 და მეორეში აგატა იადვიგა ბიენკოვსკასა (პოლონეთი) და ემა ფუუდს (ნორვეგია) შორის უძლიერესს შეხვდება.

ანა ქადაგიძე 2 ივნისს გოზალ აინიტდინოვას (ყაზახეთი) დანებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული