ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი ბარიერი გადალახა

AutoSharing Option
თბილისელი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებით ჩაება.

23 ივნისს, პირველ წრეში რეიტინგით 153-ე ადგილზე მყოფმა 23 წლის ჩვენებურმა ერთ დროს მსოფლიოს 26-ე ჩოგანს (ამჟამად 194-ეა), 33 წლის რუმინელ ვიქტორ ჰანესკუს ერთ საათში აჯობა - 6:4, 6:2.

ამ წარმატებით ქართველმა ჩოგბურთელმა 8 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.

მე-2 წრეში ბასილაშვილი 29 წლის უზბეკ ფარუხ დუსტოვს (132-ე) შეხვდება. ამ უკანასკნელმა სტარტზე შეჯიბრებაში "უაილდ ქარდით" მიწვეული ბრიტანელი რიჩარდ ბლუმფილდი დაამარცხა - 4:6, 6:2, 6:1.

ბასილაშვილის და დუსტოვის მატჩი 24 ივნისს, თბილისის დროით
დაახლოებით 18:30 საათზე დაიწყება.

* * *
შვედეთში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) იმყოფებიან ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია.

გორგოძე გუშინ სტარტზევე დამარცხდა კვალიფიკაციიდან აღზევებულ მასპინძელ ჟულია როსენკვისტთან - 4:6, 7:6, 1:6. ქვაცაბაია დღეს ნინა სანდერს (გერმანია) შეხვდება.

გერმანელი შტეფანი ვორინი ეყოლება მეტოქედ სოფიო შაფათავას, რომელიც შვეიცარიის 25.000-იან ტურნირში მონაწილეობს.

წყვილებში იგი ბელორუს ლიძია მაროზავასთან ერთად მე-2 ნომრადაა განთესილი და მეოთხედფინალში ამერიკელ ჩანელა და ჩაია შოლებს შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ყოჩაღ ნიკოლოზ!!!! წარმატებას გისურვებ!!!!!!
დათო
18:00 24-06-2015
0
ვულოცავ ნიკოლოზს დუსტოვის დამარცხებასაც!ერთიც და ძირითად ბადეშიიი...
jano jandieri
23:54 24-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული