შეხვედრა თბილისის დროით 16:00 სთ-ზე დაიწყება. 23 წლის ქართველი ჩოგბურთელი ესპანელ მეტოქეს, რომელიც მსოფლიოს მე-16 ჩოგანია, პირველად ხვდება.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპები წარმატებით დაძლია, რის შემდეგაც ტურნირის ძირითად ბადეში პირველი შეხვედრა არგენტინელ ფაკუნდო ბაგნისს (137) დამაჯერებლად, სამ სეტში მოუგო.
აღსანიშნავია, რომ ბუქმეკერები აშკარა ფავორიტად ესპანელს მიიჩნევენ, რომლის მოგებაზე ფსონები 1,14-ზე მიიღება, ხოლო ბასილაშვილის მოგებაზე - 5,50-ზე.