დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირის მეორე წრეში ითამაშებს

AutoSharing Option
დღეს, 2 ივლისს, ნიკოლოზ ბასილაშვილი (153) უიმბლდონის ტურნირის მეორე წრეში ესპანელ ჩოგბურთელ ფელისიანო ლოპესს დაუპირისპირდება, რომელიც ტურნირზე მე-15 ნომრადაა განთესილი.

შეხვედრა თბილისის დროით 16:00 სთ-ზე დაიწყება. 23 წლის ქართველი ჩოგბურთელი ესპანელ მეტოქეს, რომელიც მსოფლიოს მე-16 ჩოგანია, პირველად ხვდება.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპები წარმატებით დაძლია, რის შემდეგაც ტურნირის ძირითად ბადეში პირველი შეხვედრა არგენტინელ ფაკუნდო ბაგნისს (137) დამაჯერებლად, სამ სეტში მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ბუქმეკერები აშკარა ფავორიტად ესპანელს მიიჩნევენ, რომლის მოგებაზე ფსონები 1,14-ზე მიიღება, ხოლო ბასილაშვილის მოგებაზე - 5,50-ზე.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მოიგოოოოოოო!!!!!! ოქრო ხარ!!!!!! უიმბლდონზე ქართული დააფიქსირა!!!!!ყოჩააააღ!!!!!!! ბაუტისტასაც ამოაგდებ დარწმუნებული ვარ!!!!!
დათო
22:39 02-07-2015
0
ნიკოლოზამ მოიგოოოოოოოო
გილოცავ ნიკოლოზ
nikoloooz
19:51 02-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული