დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირის მეორე წრეში ითამაშებს

AutoSharing Option
დღეს, 2 ივლისს, ნიკოლოზ ბასილაშვილი (153) უიმბლდონის ტურნირის მეორე წრეში ესპანელ ჩოგბურთელ ფელისიანო ლოპესს დაუპირისპირდება, რომელიც ტურნირზე მე-15 ნომრადაა განთესილი.

შეხვედრა თბილისის დროით 16:00 სთ-ზე დაიწყება. 23 წლის ქართველი ჩოგბურთელი ესპანელ მეტოქეს, რომელიც მსოფლიოს მე-16 ჩოგანია, პირველად ხვდება.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპები წარმატებით დაძლია, რის შემდეგაც ტურნირის ძირითად ბადეში პირველი შეხვედრა არგენტინელ ფაკუნდო ბაგნისს (137) დამაჯერებლად, სამ სეტში მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ბუქმეკერები აშკარა ფავორიტად ესპანელს მიიჩნევენ, რომლის მოგებაზე ფსონები 1,14-ზე მიიღება, ხოლო ბასილაშვილის მოგებაზე - 5,50-ზე.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მშვიდობით ნიკოლოზ! ვწუხვარ მაგრამ ესპანელი დაგამარცხებს
nika
17:59 02-07-2015
0
ნიკოლოზი ამარცხებს ჯერ-ჯერობით მეტოქეს, ბრეიკი გაუკეთა ახლახანს და სეტი 4-1 მიჰყავს (მანამდე 1-1 -ია)
irakli apkhaidze
18:29 02-07-2015
0

სიახლეები პოპულარული