20:03 02-07-2015
ქართული სენსაცია უიმბლდონზე - ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფელისიანო ლოპესი დაამარცხა [VIDEO]
AutoSharing Option
პირველ სეტში თანაბარი თამაში იყო, თუმცა ბოლოსკენ ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქის მოწოდება მოიგო, შემდეგ კი სეტიც - 7:5.
მეორე სეტში ლოპესმა ჩვენებურის მოწოდება 4:3-ზე მოიგო და სეტიც მის სასარგებლოდ დასრულდა - 6:3.
მესამე სეტში ისევ ქართველმა იყოჩაღა - 6:3, თუმცა ფელისიანო ლოპესმა ანგარიში სეტებში გაათანაბრა - 2:2.
დაინიშნა გადამწყვეტი სეტი, რომელშიც ისევ ჩვენებურმა იყოჩაღა და 6:4 მოიგო. თამაში 2 საათსა და 57 წუთს გაგრძელდა.
ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირის 1/16-ფინალში გავიდა. იქ ისევ ესპანელს შეხვდება - მე-20 ნომრად განთესილ რობერტო ბაუტისტა-აგუტს (22).
23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა 1/16-ფინალში გასვლით 90 ქულა და 77 ათასი ფუნტი სტერლინგი დაიბევა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ნიკოლოზ! მაგარი კაცი ხარ. არადა ვიძახდი წააგებსმეთქი. მადლობა იმედი რომ გამიცრუე.
0
0
ბრავო,ასეთი გამარჯვებები გვჭირდება ქართველებს...
0
0
მოიგოოოოოოო!!!!!! ოქრო ხარ!!!!!! უიმბლდონზე ქართული დააფიქსირა!!!!!ყოჩააააღ!!!!!!! ბაუტისტასაც ამოაგდებ დარწმუნებული ვარ!!!!!
0
0
აი ეს არის დიდი შრომის შედეგი, ყოჩაღ ნიკოლოზ!!! დიდი პოტენციალია ამ ჩოგბურთელში და იმედია არ გაჩერდება და უფრო მოუმატებს, ბაუტისტა აგუტი ბულკი იქნება
0
0
< წინა12შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული