ბასილაშვილი VS ბაუტისტა-აგუტი - უიმბლდონზე სენსაცია უნდა გაგრძელდეს!

AutoSharing Option
დღეს, 4 ივლისს, უიმბლდონის ტურნირის 1/16-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს დაუპირისპირდება, რომელიც მე-20 ნომრადაა განთესილი. შეხვედრა თბილისის დროით, სავარაუდოდ, 14:30 სთ-იდან დაიწყება.

წარმატების შემთხევაში ნიკოლოზს 1/8-ფინალში მეტოქედ, სავარაუდოდ, მსოფლიოს მეორე ჩოგანი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი ეყოლება, რომელიც დღესვე სამუელ გროტთან თამაშობს.

შეგახსენებთ, ტურნირის მეორე წრეში 23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ასევე ესპანელს, მე-15 ნომრად განთესილ ფელისიანო ლოპესს ხუთ სეტში აჯობა, რაც დღის მთავარ სენსაციადაც შეფასდა.

მანამდე, ტურნირის პირველ წრეში ბასილაშვილმა არგენტინელ ფაკუნდო ბაგნისს მოუგო, ძირითად ბადეში მოხვედრამდე კი მან საკვალიფიკაციო სამი
ეტაპი დაძლია.

ბასილაშვილმა უმბლდონის 1/16-ფინალში გასვლით 90 ქულა და 77 ათასი ფუნტი სტერლინგი უკვე გამოიმუშავა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვუსურვებ ნიკოლოზს გამარჯვებას კიდევ ერთხელ გახარებინოს საქართველო
ემზარი
11:24 04-07-2015
0
ყოჩაღ ნიკოლოზ, ალექსანდრე მეტრეველის შემდეგ არ გვყოლია არავინ ასე წარმატებული და აბა შენ იცი. წარმატებებს გისურვებ
nodari
11:54 04-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული