სოფიო შაფათავამ ბურსას საერთაშორისო ტურნირის პირველი ბარიერი იოლად დაძლია

AutoSharing Option
თბილისელი სოფიო შაფათავა ბურსაში (თურქეთი), ჩოგბურთელ ქალთა 50 000-იან საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობს.

ჩვენებურმა ასპარეზობის პირველი ბარიერი იოლად გადალახა: ერთეულთა თანრიგის სტარტზე მასპინძელ აილა აქშუს აჯობა - 6:1, 6:3 და მერვედფინალში მეხუთე ნომრად განთესილ მარინა მელნიკოვას დაუპირისპირდება.

ამ უკანასკნელმა რუმინელი ირინა მარია ბარა ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:1.

შაფათავა წყვილებში უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთანაა შეამხანაგებული. ქართულ-უკრაინულმა დუეტმა პირველ წრეში ადვილად სძლია თურქებს - დენიზ პაიკოჩსა და დილარა იურტკურანს - 6:1, 6:0. 8 ივლისს, მეოთხედფინალში შაფათავა და ვასილიევა ირინა მარია ბარასა და მიხაელა
ბუზარნესკუსთან (ორივე - რუმინეთი) არკვევდნენ ურთიერთობას, სამ სეტში გაიმარჯვეს - 7:6, 0:6, 10:8 და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ადრიანა ლეკაისა (ხორვატია) და დეა ჰერძელაჩის (ბოსნია-ჰერცეგოვინა) ტანდემს გაუწევენ მეტოქეობას.

ადრიანამ და დეამ განთესვით მეორე ნომრები - იპეკ სოილუ (თურქეთი) და ანა ვრლიჩი (ხორვატია) დაამარცხეს - 3:6, 6:4, 10:2.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული