ერთეულთა თანრიგში გორგოძე სტარტზევე სუსანა გელიკს (შვედეთი) დანებდა - 4:6, 5:7.
ქვაცაბაია პირველ ხელში ჯულია გატო-მონტიკონესთან (იტალია) 0:6 დამარცხდა, მეორე სეტს 0:2-ს რომ აგებდა, ტრავმის გამო ორთაბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო.
წყვილებში დესპინე პაპამიხაილთან (საბერძნეთი) შეამხანაგებული გორგოძე მეორე ნომრად იყო განთესილი, მაგრამ მეოთხედფინალში იტალიელ ანა და ბიანკა ტურატებს არ გამოუცხადდა და წაგება ჩაეთვალა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"