ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია ტურინის ტურნირს გამოეთიშნენ

AutoSharing Option
ჩოგბურთელ ქალთა 25.000-იან ტურნირს მასპინძლობს იტალიური ტურინი, სადაც ძალებს ცდიდნენ ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია.

ერთეულთა თანრიგში გორგოძე სტარტზევე სუსანა გელიკს (შვედეთი) დანებდა - 4:6, 5:7.

ქვაცაბაია პირველ ხელში ჯულია გატო-მონტიკონესთან (იტალია) 0:6 დამარცხდა, მეორე სეტს 0:2-ს რომ აგებდა, ტრავმის გამო ორთაბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო.

წყვილებში დესპინე პაპამიხაილთან (საბერძნეთი) შეამხანაგებული გორგოძე მეორე ნომრად იყო განთესილი, მაგრამ მეოთხედფინალში იტალიელ ანა და ბიანკა ტურატებს არ გამოუცხადდა და წაგება ჩაეთვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული