ბურსას ტურნირი: სოფიო შაფათავა სრული სვლით

AutoSharing Option
თბილისელი ჩოგბურთელი სოფიო შაფათავა წარმატებით განაგრძობს წინსვლას ბურსას (თურქეთი) საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი).

ერთეულთა თანრიგის პირველ წრეში მან მასპინძელი აილა აქშუ დაამარცხა - 6:1, 6:3, 9 ივლისს კი მეხუთე ნომრად განთესილ მარია მელნიკოვას (რუსეთი) აჯობა - 2:6, 6:4, 6:4.

მეოთხედფინალში ჩვენებური მესამე ნომერ ბარბორა კრეიჩიკოვას (ჩეხეთი) დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა რუმინელი მიხაელა ბუზარნესკუ ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 6:2.

შაფათავა უფრო წინ წავიდა წყვილთა პაექრობებში: უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან ერთად განთესვით მესამე ნომერი აქვს. სტარტზე თურქებს - დენიზ პაიკოჩსა და დილარა
იურტკურანს მოუგო - 6:1, 6:0, მეოთხედფინალში რუმინელები - ირინა მარია ბარა და მიხაელა ბუზარნესკუ დაამარცხა - 7:6, 0:6, 10:8, გუშინ დეა ჰერძელასისა (ბოსნია) და ადრიანა ლეკაის (ხორვატია) დუეტს გადაუღობა ფინალისკენ მიმავალი გზა - 6:2, 5:7, 10:4.

შაფათავა და ვასილიევა გადამწყვეტ პაექრობაში მარია მელნიკოვას (რუსეთი) და ლაურა პოუს-ტიოს (ესპანეთი) ტანდემს შეხვდებიან. რუსულ-ესპანურმა წყვილმა ლინა ჯორჩესკას (მაკედონია) და მელის სეზერს (თურქეთი) დააყრევინა ფარ-ხმალი - 3:6, 7:5, 10:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული