სოფიო შაფათავას ბურსას ტურნირში მიზნამდე ნაბიჯი დააკლდა

AutoSharing Option
თურქულ ბურსაში, ჩოგბურთელ ქალთა 50.000-იან საერთაშორისო ტურნირში ცდიდა ძალებს თბილისელი სოფიო შაფათავა.

ერთეულთა თანრიგში მან სტარტზე მასპინძელ აილა აქშუს აჯობა - 6:1, 6:3, შემდეგ დაძაბულ ბრძოლაში რუსი მარინა მელნიკოვა ჩამოიშორა გზიდან - 2:6, 6:4, 6:4, მეოთხედფინალში ბარბორა კლეიჩიკოვა (ჩეხეთი) დაჯაბნა - 6:4, 7:5, ნახევარფინალი კი ლატვიელ ანასტასია სევასტოვასთან დათმო - 2:6, 0:6.

შაფათავა უფრო წინ წავიდა წყვილთა პაექრობებში, თუმცა უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან შეამხანაგებულს მთავარი პრიზის მოსაპოვებლად ერთი გამარჯვებაღა დააკლდა.

შაფათავამ და ვასილიევამ პირველ წრეში მასპინძლები - დენიზ პაიკოჩი და დილარა
იურტკურანი გაისტუმრეს მაყურებლებში - 6:1, 6:0, მეოთხედფინალში ირინა მარია ბარა და მიხაელა ბუზარნესკუ (ორივე - რუმინეთი) დაამარცხეს - 7:6, 0:6, 10:8, ნახევარფინალში დეა ჰერძელსისა (ბოსნია) და ადრიანა ლეკაის (ხორვატია) დუეტი დაჯაბნეს - 6:2, 5:7, 10:4, გადამწყვეტი პაექრობა კი მარინა მელნიკოვასა (რუსეთი) და ლაურა პოუს-ტიოს (ესპანეთი) ტანდემთან წააგეს - 4:6, 4:6 და მეორე ადგილს დასჯერდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული