დევისის თასი: ქართველმა ჩოგბურთელებმა ისლანდიაც დაამარცხეს

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი ცივაძე
სან მარინოში დევისის თასის მესამე ევროპულ ჯგუფში კვლავ წარმატებით ითამაშეს ქართველმა ჩოგბურთელებმა.

გუშინ, 16 ივლისს, ისლანდიელთა წინააღმდეგ კორტებზე გიორგი ჯავახიშვილი და გიორგი ცივაძე გავიდნენ. ჯავახიშვილმა ბირკირ გუნარსონი დაამარცხა - 6:0, 6:2, ხოლო ცივაძემ ვლადიმირ რისტიჩს აჯობა - 6:3, 6:0.

წყვილებში ორივე გიორგის დუეტმა მაგნუს გუნარსონისა და რისტიჩის ტანდემს მოუგო - 6:1, 6:3. საბოლოოდ - 3:0.

D ჯგუფში ასეთივე ანგარიშით მალტელებმა ალბანელებს სძლიეს: მატეუ ასკიაკი-გენაიდ შეპეია 6:0, 6:0, ბერნარდ ტორეჯანი-რეი რელუში 6:0, 6:3, ბრედლი გალუში, ტორეჯანი-რელუში, შიპეია 6:3,
4:6, 6:1.

ამდენად, ჯგუფში ორ-ორი მოგებით საქართველო და მალტა დაწინაურდნენ. დღეს სწორედ მათ დაპირისპირებაში გამოვლინდება ნახევარფინალისტი, რომელიც მე-2 ჯგუფის საგზურისთვის განაგრძობს პაექრობას. ალბანეთი კი ისლანდიას შეხვდება.

A ჯგუფი: საბერძნეთი-სან მარინო 3:0,
B ჯგუფი: ჩერნოგორია-ლიხტენშტეინი 3:0,
C ჯგუფი: ნორვეგია-სომხეთი 3:0.

დღეს ითამაშებენ: კვიპროსი-საბერძნეთი (A), ესტონეთი-ჩერნოგორია (B), მაკედონია-ნორვეგია (C). ექვსივე გუნდს თითო მოგება აქვს და დღევანდელ ტურში გამარჯვებულები ნახევარფინალში გავლენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული