სოფიო შაფათავამ, სოფიო ქვაცაბაიამ და ეკატერინე გორგოძემ თითო ნაბიჯით წინ წაიწიეს

AutoSharing Option
ჩეხურ ოლომოუცში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) სოფიო შაფათავამ კიდევ ერთი მეტოქე ჩამოიშორა გზიდან - გუშინ, 16 ივლისს, მე-7 ნომრად განთესილი კატერინა ვანკოვა (ჩეხეთი) დაამარცხა - 6:3, 6:1.

მეოთხედფინალში ჩვენებური ბარბორა სტეფკოვას (ჩეხეთი) მძლეველ (6:2, 2:6, 7:5) ეკატერინა ალეხანდროვას (რუსეთი) გაუწევს მეტოქეობას.

* * *
სოფიო ქვაცაბაიამ გერმანულ აშაფენბურგში, 25.000-იანი ტურნირის მეორე წრეში გერმანელ ნინა ზანდერს აჯობა - 7:6, 4:6, 7:6.

ქართველი ჩოგბურთელი მეოთხედფინალში ფრანგ ფიონა ფეროს შეხვდება. ამ უკანასკნელმა გუშინ მელანი სტოკე (ნორვეგია) დაჯაბნა - 6:4, 7:5,
ასპარეზობის სტარტზე კი რეიტინგფავორიტი ლინდა პრენკოვიჩი (გერმანია) გაისტუმრა მაყურებლებში - 6:2, 6:2.

წყვილებში ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე მეოთხედფინალურ პაექრობას დიანა მარცინკევიცას (ლატვია) და ალიონა სოტნიკოვას (უკრაინა) დუეტთან გამართავენ.

* * *
თელავში ჩოგბურთელ ქალთა 10.000-იან საერთაშორისო ტურნირს წყვილებში შემორჩენილი ქართველებიც დაემშვიდობნენ: ანა შანიძე, თამარ სუმბაძე-ტამარა გუროვიჩი (სერბეთი), იულია ჰელბეტი (მოლდოვა) 1:6, 2:6, თამარ ჭალაგანიძე, ქსენია დმიტრიევა (რუსეთი)-ანი ამირაგიანი (სომხეთი), ჩაოი ჩენი (ჩინეთი) 6:4, 2:6, 6:10.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული