მან ერთეულთა თანრიგის სტარტზე რუსი ფილიპ დავიდენკო დაამარცხა და დღეს, 23 ივლისს, მე-2 წრეში გერმანელ ფლორიან მაიერს დაუპირისპირდება.
ბასილაშვილმა გუშინ წყვილებში, მასპინძელ რომანო ფრანტზენთან ერთად, გრეგ ოუელეტისა (აშშ) და სანდერ გროენის (ჰოლანდია) დუეტი ჩამოიშორა გზიდან და მეოთხედფინალში მესამე ნომრად განთესილ რუსებთან - ასლან კარატცევსა და ანდრეი კუზნეცოვთან გაარკვევს ურთიერთობას.
* * *
სტამბოლის 250.000-იანი ტურნირის წყვილთა პაექრობებში ცდიდა ძალებს თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა უკრაინელ ნადია ქართულ-უკრაინული ტანდემი რეიტინგით მათზე დაბლა მდგომ ჩინ-ვეი ჩენსა (ტაივანი) და ნიკოლ მელიჩართან (აშშ) დამარცხდა: პირველი ხელი 2:6 დათმეს, მეორეს 1:4-ს რომ აგებდნენ, ტრავმის გამო პაექრობის გაგრძელება ვერ შეძლეს.
* * *
გერმანულ დარმშტადტში 25.000-იანი ტურნირის მხოლოდ წყვილთა პაექრობებს შემორჩნენ სოფიო შაფათავა და ეკატერინე გორგოძე, რომლებსაც განთესვით მეორე ნომერი აქვთ და დღეს პემრა ოზგენსა (თურქეთი) და ანე შაეფერს (გერმანია) შეხვდებიან.ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"