ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰოლანდიურ ტურნირზე ერთეულებშიც იგებს და წყვილებშიც

AutoSharing Option
ჰოლანდიურ შევენინგენში გრძელდება ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 42.5 ევრო), რომელშიც წარმატებით ასპარეზობს თბილისელი ნიკოლოზ ბასილაშვილი.

მან ერთეულთა თანრიგის სტარტზე რუსი ფილიპ დავიდენკო დაამარცხა და დღეს, 23 ივლისს, მე-2 წრეში გერმანელ ფლორიან მაიერს დაუპირისპირდება.

ბასილაშვილმა გუშინ წყვილებში, მასპინძელ რომანო ფრანტზენთან ერთად, გრეგ ოუელეტისა (აშშ) და სანდერ გროენის (ჰოლანდია) დუეტი ჩამოიშორა გზიდან და მეოთხედფინალში მესამე ნომრად განთესილ რუსებთან - ასლან კარატცევსა და ანდრეი კუზნეცოვთან გაარკვევს ურთიერთობას.

* * *
სტამბოლის 250.000-იანი ტურნირის წყვილთა პაექრობებში ცდიდა ძალებს თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა უკრაინელ ნადია
კიჩენოკთან ერთად.

ქართულ-უკრაინული ტანდემი რეიტინგით მათზე დაბლა მდგომ ჩინ-ვეი ჩენსა (ტაივანი) და ნიკოლ მელიჩართან (აშშ) დამარცხდა: პირველი ხელი 2:6 დათმეს, მეორეს 1:4-ს რომ აგებდნენ, ტრავმის გამო პაექრობის გაგრძელება ვერ შეძლეს.

* * *
გერმანულ დარმშტადტში 25.000-იანი ტურნირის მხოლოდ წყვილთა პაექრობებს შემორჩნენ სოფიო შაფათავა და ეკატერინე გორგოძე, რომლებსაც განთესვით მეორე ნომერი აქვთ და დღეს პემრა ოზგენსა (თურქეთი) და ანე შაეფერს (გერმანია) შეხვდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული