ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰოლანდიური ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

AutoSharing Option
თბილისელი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებით განაგრძობს ასპარეზობას ჰოლანდიის ქალაქ შვენინგენის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 42.500 ევრო).

23 ივლისს მან 31 წლის გამოცდილი გერმანელი ფლორიან მაიერი 6:2, 5:7, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 36 წუთს გაგრძელდა. ჩვენებურმა 2 ეისი ჩააგდო და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაუშვა მაიერის 5 ეისისა და 8 ორმაგი შეცდომის წილ.

24 ივლისს ბასილაშვილი მეოთხედფინალში მსოფლიო რეიტინგით 178-ე ადგილზე მყოფ სლოვაკ ანდრეჟ მარტინს დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
როგორ არ ნიშნავს.100ის მოთამაშეები თამაშობენ, გამოცდილება და 100ში შედის. მერე სლემებზე დზირითადი ბადე
irakli
10:19 25-07-2015
0
ზუსტადაც რომ ნიშნავს ამ ეტაპზე სანამ ასეულში არაა. აბა უიმბლდონი და მასტერსები ყოველ კვირაში ვერ იქნება
irakli apkhaidze
18:18 24-07-2015
0

სიახლეები პოპულარული