ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰოლანდიური ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

AutoSharing Option
თბილისელი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებით განაგრძობს ასპარეზობას ჰოლანდიის ქალაქ შვენინგენის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 42.500 ევრო).

23 ივლისს მან 31 წლის გამოცდილი გერმანელი ფლორიან მაიერი 6:2, 5:7, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 36 წუთს გაგრძელდა. ჩვენებურმა 2 ეისი ჩააგდო და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაუშვა მაიერის 5 ეისისა და 8 ორმაგი შეცდომის წილ.

24 ივლისს ბასილაშვილი მეოთხედფინალში მსოფლიო რეიტინგით 178-ე ადგილზე მყოფ სლოვაკ ანდრეჟ მარტინს დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ ბიჭის მეიმედება. წარმატებები ნიკოლოზ ეს ტურნირი უნდა მოიგო.
ioseb
14:06 24-07-2015
0
ჩელენჯერზე გამარჯვება არაფერს არ ნიშნავს თქვენც ხო კარგად იცით
soda
17:42 24-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული