23 ივლისს მან 31 წლის გამოცდილი გერმანელი ფლორიან მაიერი 6:2, 5:7, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 36 წუთს გაგრძელდა. ჩვენებურმა 2 ეისი ჩააგდო და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაუშვა მაიერის 5 ეისისა და 8 ორმაგი შეცდომის წილ.
24 ივლისს ბასილაშვილი მეოთხედფინალში მსოფლიო რეიტინგით 178-ე ადგილზე მყოფ სლოვაკ ანდრეჟ მარტინს დაუპირისპირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"