სოფიო შაფათავა რუმინული ტურნირის წყვილთა ფინალშია

AutoSharing Option
რუმინულ მამაიაში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა 25.000-იანი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც წარმატებით გამოდის თბილისელი სოფიო შაფათავა.

ერთეულთა შეჯიბრებაში მესამე ნომრად განთესილმა ჩვენებურმა მეორე წრეში იოლად აჯობა მასპინძელ ელენა ხრისტეას - 6:2, 6:3 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც თანამემამულე ელენა გაბრიელა რუსეს მძლეველ (6:1, 6:4) რუმინელს - ნიკოლეტა დასკალუს გაუწევს მეტოქეობას.

წყვილთა პაექრობაში შაფათავა ფინალშია: რუს ანასტასია კომარდინასთან შეამხანაგებულმა ქართველმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში რუმინელები - დიანა ბუზეანი და ქრისტინა დინუ ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:1.

გადამწყვეტ პაექრობაში ქართულ-რუსული დუეტი შვეიცარიელებთან - ქსენია კნოლსა და ამრა
სადიკოვიჩთან გაარკვევს ურთიერთობას. ამ ტანდემმა მასპინძლებს - ანა ბიანკა მინაილას და იონა როსკას მოუგო - 6:1, 6:4.

* * *
ბრიტანულ ტურნირს (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) გამოეთიშა მარიამ ბოლქვაძე - მეორე წრეში იგი ვიქტორია გოლუბიჩთან (შვეიცარია) ორ სეტში დამარცხდა - 1:6, 0:6.

მისი ბედი გაიზიარა თურქული ანტალიის 10.000-იან ტურნირში მოასპარეზე თამარ ჭალაგანიძემ: წყვილებში რუს ქსენია დმიტრიევასთან ერთად იგი დებორა კერფსისა (ბელგია) და იანა მორდერგერის (გერმანია) ტანდემს დანებდა - 2:6, 1:6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული