ქართველმა ჩოგბურთელმა გამარჯვება ორ საათზე ნაკლებ დროში შეძლო. აღსანიშნავია, რომ მისი უპირატესობა მესამე სეტში აშკარა იყო.
ნიკოლოზმა 12 შესაძლებელიდან 5 ბრეიქ პოინტი გამოიყენა, მის ანგარიშზე ერთი ეისია.
ბასილაშვილი კარიერაში პირველად ითამაშებს ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბადეში. მისი პირველი მეტოქე ძირითად ბადეში ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.