სოფიო ამჟამად სოფიაში იმყოფება და 25.000-იან შეჯიბრებაში, სავარაუდოდ, მეექვსე ნომრად ჩაებმება.
* * *
ბათუმში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი), რომლის საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ქართველი ჩაება. მათგან ძირითად ბადეში მხოლოდ თინათინ ყავლაშვილი გავიდა: პირველ წრეში იგი თავისუფალი იყო, მეორეში დანარჩენი ორი შეხვედრიდან ლიზი მორგოშიამ სოფია ვაინბერგთან წააგო (რუსეთი) - 1:6, 1:6, ხოლო ნატო შაბურიშვილი რუსეთის სახელით მოასპარეზე ეკატერინა წიკლაურს დანებდა - 3:6, 1:6. ამ უკანასკნელს კი უკრაინელმა ალონა ფომინამ აჯობა (7:6, 6:3) და ძირითად ბადეში გააღწია, სადაც პირველ შეხვედრას სოფიო ქვაცაბაიასთან გამართავს.
დანარჩენი ქართველი ჩოგბურთელები მეტოქეებთან ასე დაწყვილდნენ: თინათინ ყავლაშვილი-ამინათ კუშხოვა (რუსეთი), ანა ახალკაცი-მელის სეზერი (თურქეთი), მარიამ ბოლქვაძე-აკქულ ამანმურადოვა (უზბეკეთი), თამარ ჭალაგანიძე-ნათელა ძალამიძე (რუსეთი), ეკატერინე გორგოძე-ანა შანიძე.
წყვილები. ანა ახალკაცი, ანა შანიძე-ანასტასია გასანოვა, ადელია ზაბიროვა (ორივე-რუსეთი), თინათინ ყავლაშვილი, ანი ამირაგიანი (სომხეთი)-მარიამ ბოლქვაძე, თამარ ჭალაგანიძე, სოფიო ქვაცაბაია, საბინა შარიპოვა (უზბეკეთი)-ალონა ფომინა, ოლგა იანჩუკი (ორივე-უკრაინა), ეკატერინე გორგოძე, ნინა სტოიანოვიჩი (სერბეთი)-ნათელა ძალამიძე, ალიონა ტარასოვა (ორივე-რუსეთი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"