სოფიო შაფათავამ ბარსელონადან სოფიაში გადაინაცვლა

AutoSharing Option
საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ლიდერი სოფიო შაფათავა ბარსელონას 15.000-იან საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდა. ჩვენებურმა ზედიზედ ორ ესპანელს სძლია: ოლგა პარესსა (6:4, 6:2) და მარტა გონსალეს ენკინასს (6:3, 6:4), ხოლო მესამე პირენეელს - გეორგია გარსია-პერესს ვეღარ გასცდა - 2:6, 1:6.

სოფიო ამჟამად სოფიაში იმყოფება და 25.000-იან შეჯიბრებაში, სავარაუდოდ, მეექვსე ნომრად ჩაებმება.

* * *
ბათუმში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი), რომლის საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ქართველი ჩაება. მათგან ძირითად ბადეში მხოლოდ თინათინ ყავლაშვილი გავიდა: პირველ წრეში იგი თავისუფალი იყო, მეორეში
ანა პრიბილოვა (რუსეთი) დაამარცხა - 6:2, 6:4.

დანარჩენი ორი შეხვედრიდან ლიზი მორგოშიამ სოფია ვაინბერგთან წააგო (რუსეთი) - 1:6, 1:6, ხოლო ნატო შაბურიშვილი რუსეთის სახელით მოასპარეზე ეკატერინა წიკლაურს დანებდა - 3:6, 1:6. ამ უკანასკნელს კი უკრაინელმა ალონა ფომინამ აჯობა (7:6, 6:3) და ძირითად ბადეში გააღწია, სადაც პირველ შეხვედრას სოფიო ქვაცაბაიასთან გამართავს.

დანარჩენი ქართველი ჩოგბურთელები მეტოქეებთან ასე დაწყვილდნენ: თინათინ ყავლაშვილი-ამინათ კუშხოვა (რუსეთი), ანა ახალკაცი-მელის სეზერი (თურქეთი), მარიამ ბოლქვაძე-აკქულ ამანმურადოვა (უზბეკეთი), თამარ ჭალაგანიძე-ნათელა ძალამიძე (რუსეთი), ეკატერინე გორგოძე-ანა შანიძე.

წყვილები. ანა ახალკაცი, ანა შანიძე-ანასტასია გასანოვა, ადელია ზაბიროვა (ორივე-რუსეთი), თინათინ ყავლაშვილი, ანი ამირაგიანი (სომხეთი)-მარიამ ბოლქვაძე, თამარ ჭალაგანიძე, სოფიო ქვაცაბაია, საბინა შარიპოვა (უზბეკეთი)-ალონა ფომინა, ოლგა იანჩუკი (ორივე-უკრაინა), ეკატერინე გორგოძე, ნინა სტოიანოვიჩი (სერბეთი)-ნათელა ძალამიძე, ალიონა ტარასოვა (ორივე-რუსეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული