სოფიო შაფათავა სოფიის საერთაშორისო ტურნირში წარმატებით ჩაება

AutoSharing Option
ქართველ ჩოგბურთელ ქალთა ლიდერი სოფიო შაფათავა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში იმყოფება და იქაურ 25.000-იან საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობს.

წყვილებში უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან ერთად ასპარეზობის რეიტინგფავორიტია. სტარტზე ამ დუეტმა თურქებს - ჰულია და ლუფტი ესენებს აჯობა - 6:1, 6:2 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც რუმინელებს - კრისტინა ადამესკუსა და ოანა გეორგეტა სიმიონს შეხვდება.

კარპატელთა ტანდემმა რუს ანასტასია კომარდინას და მასპინძელ იულია ტერზისკას მოუგო - 6:3, 6:4.

ერთეულებში მე-7 ნომრად განთესილი შაფათავა ოანა სიმიონის წინააღმდეგ მეორედაც გავა კორტზე - რუმინელთან პირველი წრის შეხვედრას გამართავს.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული