სოფიო შაფათავამ ბულგარეთის ტურნირის წყვილებში მთავარი პრიზი მოიგო

AutoSharing Option
თბილისელი სოფიო შაფათავა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) მონაწილეობდა. წყვილებში ის უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან ერთად პირველ ნომრად იყო განთესილი.

ქართულ-უკრაინულმა დუეტმა ზედიზედ ოთხ მეტოქეს სძლია: დაამარცხა - ჰულია და ლუტფი ესენები (6:1, 6:2), ქრისტინა ადამესკუ, ოანა სიმიონი (ორივე-რუმინეთი, 6:2, 6:2), ალონა ბოლშოვა ზადაინოვი (ესპანეთი), ანდრეა გამიზი (ვენესუელა, 4:6, 6:3, 10:7), ელზა კოსტოვა (ბულგარეთი), კატერინა კრამეროვა (ჩეხეთი, 6:2, 6:2) და მთავარი პრიზი მოიპოვა.

ერთეულთა თანრიგში შაფათავამ სამ მეტოქეს აჯობა - ოანა სიმიონს (რუმინეთი, 6:1, 6:7,
7:5), ამანდა გარერასსა (დიდი ბრიტანეთი, 6:0, 7:5) და ბარბარა ჰაასს (ავსტრია, 7:5, 6:3), ნახევარფინალში კი ანა ბოგდანს (რუმინეთი, 5:7, 1:6) ვერ გასცდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული