აშშ-ის ღია პირველობა: ნოვაკ ჯოკოვიჩმა ფინალში როჯერ ფედერერი დაამარცხა

AutoSharing Option
სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა (1) აშშ-ის ღია პირველობის ფინალში შვეიცარიელი როჯერ ფედერერი (2) ოთხ სეტში დაამარცხა: 6:4, 5:7, 6:4, 6:4. შეხვედრა 3 საათი და 23 წუთი გაგრძელდა.

აშშ-ის ღია პირველობის მოგებამ 28 წლის ნოვაკს 3 მლნ დოლარი და 2000 სარეიტინგო ქულა მოუტანა. ეს მისთვის მეათე ტიტულია "დიდი სლემის" ტურნირებზე.

აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებით სერბმა ფედერერთან პირად დაპირისპირებაში ანგარიში გაათანაბრა - 21:21.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა მიმდინარე სეზონში ავსტრალიის ღია პირველობასა და უიმბლდონზე გაიმარჯვა, როლან გაროსის ფინალში კი დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული