ქართველმა ჩოგბურთელებმა ბათუმიდან თელავში გადაინაცვლეს

AutoSharing Option
ფოტოზე: სოფიო ქვაცაბაია
აჭარის დედაქალაქში დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი). ჩვენებურები შეჯიბრებას ადრეულ ეტაპზე ჩამოშორდნენ. ერთეულთა ფინალში მეორე ნომრად განთესილმა კაგლა ბუიკაკჩაიმ (თურქეთი), რომელმაც მეორე წრეში ეკატერინე გორგოძე დაგვიმარცხა, რუს ალიონა ტარასოვას აჯობა - 6:2, 6:0 და მთავარი პრიზი მოიპოვა.

სამაგიეროდ, ტარასოვამ თანამემამულე ნათელა ძალამიძესთან ერთად წყვილებში იყოჩაღა - გადამწყვეტ პაექრობაში ანგელინა გაბუევას (რუსეთი) და ელიზავეტა იანჩუკს (უკრაინა) სძლია - 5:7, 6:1, 10:7 და პირველი ადგილი დაიკავა.

ბათუმის ტურნირის მონაწილეთა დიდმა ნაწილმა თელავში გადაინაცვლა, სადაც დღეს,
15 სექტემბერს, ჩოგბურთელ ქალთა 10.000-იანი შეჯიბრება დაიწყება. ძირითად ბადეში რვა ქართველი ითამაშებს.

ისინი ასე დაუწყვილდნენ მეტოქეებს: მარგალიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი-ანა პრიბილოვა (რუსეთი), ლიზა მორგოშია-იულია ჰელვეტი (მოლდოვა), თამარ ჭალაგანიძე-დარია ლოდიკოვა (რუსეთი), ნატო შაბურიშვილი-ამინა ანშბა (რუსეთი), ანა შანიძე-ტამარა ბიჟუკოვა (რუსეთი), ანა ახალკაცი-ეკატერინე გორგოძე.

პირველ წრეში თავისუფალია სოფიო ქვაცაბაია. იგი მეორეში ანი ამირაგიანსა (სომხეთი) და ადელინა ბარავის (რუსეთი) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

წყვილებში ითამაშებენ: ანა ახალკაცი, ანა შანიძე-ადელინა ბარავი, სოფია გოლუბევსკაია (რუსეთი), თამარ ჭალაგანიძე, ეკატერინა წიკლაური (რუსეთი)-ანი ამირაგიანი, ამინა ანშბა.

* * *
თბილისელმა სოფიო შაფათავამ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ჩოგბურთელ ქალთა 25.000-იანი ასპარეზობის წყვილთა პაექრობა მოიგო უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან ერთად. ეს დუეტი ბულგარეთში დარჩა და დღეიდან ქალაქ დობრიჩის 25.000-იან საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება.

იქაც პირველ ნომრად იქნება განთესილი და სტარტზე მასპინძლების - ქრისტინა დიანკოვას და მაგდალენა რადკოვას ტანდემს დაუპირისპირდება.

ერთეულთა თანრიგში შაფათავა მეშვიდე ნომერია და პირველ წრეში რუს ვიქტორია კამენსკაიასთან გაარკვევს ურთიერთობას.

* * *
წინა კვირის შედეგების გათვალისწინებით ჩოგბურთელ ქალთა ასოციაციამ განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა. კლასიფიკაციაში ერთეულთა შორის შვიდი ქართველია: 272 (253). სოფიო შაფათავა (161 ქულა), 391 (395). სოფიო ქვაცაბაია (84), 438 (406). ეკატერინე გორგოძე (69), 550 (599). მარიამ ბოლქვაძე (43), 599 (525). ოქსანა კალაშნიკოვა (35), 952 (965). თინათინ ყავლაშვილი (10), 1053 (1065). თამარ ჭალაგანიძე (8).

წყვილები: 82 (79). კალაშნიკოვა (911), 166 (175). გორგოძე (373), 173 (192). შაფათავა (357), 723 (728). ბოლქვაძე (35), 1054 (1041). ყავლაშვილი (12), 1136 (1157). ჭალაგანიძე (10), 1258 (1266). თამარ კუტუბიძე (3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული