სოფიო შაფათავა ბულგარეთის ტურნირის წყვილებს შემორჩა

AutoSharing Option
ბულგარეთის ქალაქ დობრიჩში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) სოფიო შაფათავამ ერთეულთა თანრიგის მეორე წრის შეხვედრა გამართა იზაბელა შინიკოვასთან და ორ სეტში, ფაქტობრივად, უბრძოლველად დანებდა მეტოქეს - 2:6, 0:6.

სამაგიეროდ, ჩვენებურმა წყვილებში იყოჩაღა: უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან ერთად მეოთხედფინალში დიანა ნეგრეანუს (რუმინეთი) და ვიქტორია ტომოვას (ბულგარეთი) დუეტი ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 6:7, 10:4 და ნახევარფინალში არგენტინელებს - ჯულიეტა ლარა ესტაბლესა და ანა ვიქტორია მონლაუს შეხვდება.

მეორე ნახევარფინალში ელიზა კოსტოვა (ბულგარეთი), ეკატერინა კრამეროვა (ჩეხეთი) და ანა ბოგდანი, ელენა გაბრიელა რუსე
(ორივე-რუმინეთი) გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული