ეკატერინე გორგოძემ თელავის ქალთა საერთაშორისო ტურნირი მოიგო

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე თელავში დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი), რომლის ძირითად ბადეში რვა ქართველი ჩაება.

მათგან შესანიშნავად ითამაშა ეკატერინე გორგოძემ, რომელიც მეოთხე ნომრად იყო განთესილი. მან ზედიზედ ხუთ მეტოქეს სძლია: ჯერ ანა ახალკაცს (6:0, 6:0), სოფია გოლუბოვსკაიას (რუსეთი, 6:2, 6:3), ამინა ანშბას (რუსეთი, 6:2, 7:6), ასპარეზობის მეორე ნომერ ანასტასია პრიბილოვას (რუსეთი, 6:2, 6:4) მოუგო, ფინალში სომეხი ანი ამირაგიანი დაამარცხა - 5:7, 6:2, 6:2 და მთავარი პრიზი მოიპოვა.

წყვილებში ანი ამირაგიანმა და ამინა ანშბამ ფინალში რუსებს - პოლინა
გოლუბოვსკაიას და ალინა კისლიცკაიას აჯობეს - 6:1, 6:1.

* * *
ბულგარული დობრიჩის 25.000-იან ტურნირში წარმატებით ითამაშა სოფიო შაფათავამ. წყვილებში წინა კვირას მან უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან ერთად სოფიის საერთაშორისო შეჯიბრება მოიგო, ამჯერად კი დობრიჩში დაიკავა პირველი ადგილი.

ქართულ-უკრაინულმა დუეტმა დაამარცხა ქრისტინა დიანკოვა, მაგდალენა რადკოვა (ბულგარეთი, 6:0, 6:0), დიანა ნეგრეანუ (რუმინეთი), ვიქტორია ტომოვა (ბულგარეთი, 6:2, 6:7, 10:4), ჯულიეტა ლარა ესტაბლე, ანა ვიქტორია მონლაუ (ორივე-არგენტინა, 6:4, 6:4), ელიზა კოსტოვა(ბულგარეთი), კატერინა კრამეროვა (ჩეხეთი, 6:2, 6:0).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული