მათგან შესანიშნავად ითამაშა ეკატერინე გორგოძემ, რომელიც მეოთხე ნომრად იყო განთესილი. მან ზედიზედ ხუთ მეტოქეს სძლია: ჯერ ანა ახალკაცს (6:0, 6:0), სოფია გოლუბოვსკაიას (რუსეთი, 6:2, 6:3), ამინა ანშბას (რუსეთი, 6:2, 7:6), ასპარეზობის მეორე ნომერ ანასტასია პრიბილოვას (რუსეთი, 6:2, 6:4) მოუგო, ფინალში სომეხი ანი ამირაგიანი დაამარცხა - 5:7, 6:2, 6:2 და მთავარი პრიზი მოიპოვა.
წყვილებში ანი ამირაგიანმა და ამინა ანშბამ ფინალში რუსებს - პოლინა
* * *
ბულგარული დობრიჩის 25.000-იან ტურნირში წარმატებით ითამაშა სოფიო შაფათავამ. წყვილებში წინა კვირას მან უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან ერთად სოფიის საერთაშორისო შეჯიბრება მოიგო, ამჯერად კი დობრიჩში დაიკავა პირველი ადგილი. ქართულ-უკრაინულმა დუეტმა დაამარცხა ქრისტინა დიანკოვა, მაგდალენა რადკოვა (ბულგარეთი, 6:0, 6:0), დიანა ნეგრეანუ (რუმინეთი), ვიქტორია ტომოვა (ბულგარეთი, 6:2, 6:7, 10:4), ჯულიეტა ლარა ესტაბლე, ანა ვიქტორია მონლაუ (ორივე-არგენტინა, 6:4, 6:4), ელიზა კოსტოვა(ბულგარეთი), კატერინა კრამეროვა (ჩეხეთი, 6:2, 6:0).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"